ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დაახლოებით შვიდი დღეა, ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკას არ მიუღია”- რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში ორი პაციენტი მკურნალოს, მათგან ერთის მდგომარეობა კი მძიმეა.

ამის შესახებ ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, რატიანმა აღნიშნა, რომ ბოლო 7 დღეა, რაც კლინიკას კოვიდინფიცირებული პაციენტები არ მიუღია.

“დაახლოებით ექვსი-შვიდი დღეა, ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკას არ მიუღია. რეანიმაციაში ორი პაციენტი რჩება, ერთის მდგომარეობა სტაბილურია. შეფასდება მისი სომატური მდგომარეობა. სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გაეწერება სახლში, შინ მოვლის პირობებში. ერთი პაციენტი, რომელიც რეანიმაციაშია, რჩება მძიმე, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. აქედან ორი ქალბატონი არის ორსული. როგორც ნაყოფის, ასევე ქალბატონების მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით გამოჯანმრთელებაზე პირველად პასუხებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

რატიანის თქმით, მათ ცენტრში ამ დროისთვის 38 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 671 გახდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 383 მოქალაქე. ამასთან, კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 12 პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

იტვირთბა....