“თბილისი პრაიდი” დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს 17 მაისს სოლიდარობის ნიშნად თბილისის ანძის, ლგბტ დროშის ფერებში განათებას სთხოვს.
ამის შესახებ “თბილისი პრაიდის” დამფუძნებელმა გიორგი თაბაგარმა განაცხადა.
ანძის განათებაზე გადაწყვეტილება თბილისის მერმა კახა კალაძემ უნდა მიიღოს.
“მედი გვაქვს, რომ კალაძე, თბილისის მერია სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს. ანძის განათება არავისთვის საზიანო არ არის და არის მარტივი პროცედურა, – განაცხადა Tbilisi Pride-ს დამფუძნებელმა თაბაგარმა.
ცნობისთვის, 17 მაისს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს ლგბტ თემის წარმომადგენლები საქართველოშიც აღნიშნავენ.