სლოვენიის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია დასრულებულად გამოაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სლოვენია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც ვურუსი დასრულებულად გამოაცხადა. ხოლო, პანდემიის დასრულების შესახებ განცხადება სლოვენიის მთავრობის წევრებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად კორონავირუსის 7-ზე მეტი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
თუმცა, ეპიდემიის დასრულების მიუხედავად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, წესების დაცვა კვლავ ძალაში რჩება.
რაც შეეხება ქვეყანაში შესვლას, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან შემსვლელებისთვის 14-დღიანი კარანტინი სავალდებულო არ იქნება, ხოლო არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის კარანტინის გავლა სავალდებულოდ რჩება.
სლოვენიაში ამ დროისთვის ვირუსის ინფიცირების 1 464 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაცვლილია 103 ადამიანი, ხოლო 267 გამოჯანმრთელდა.