“შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, თვითშეზღუდვები დავიწესოთ. ჩვენს თვითშეზღუდვებზეა დამოკიდებული ამ დაავადების გავრცელება ჩვენს ქვეყანაში. დარჩი სახლში, ასეთი კატეგორიულები არ ვართ, მაგრამ დარჩი სახლში და თუ არ დარჩები, მაშინ შეზღუდვები მაქსიმალურად.”
მარინა ეზუგბაია – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. უკეთესი ეპიდმდგომარეობის საფუძველზე, უკვე გაიხსნა აგრარული ბაზრები და საქმიანობის უფლება მიეცა სამშენებლო ბიზნესს. გაიხსნა დაკეტილი ქალაქებიც, სადაც გადაადგილება ყველასთვის თავისუფალია.
გარდა ამისა, 18 მაისიდან, იხსნება სილამაზის სალონები, ხოლო 3-ზე მეტი პირის შეკრებაზე შეზღუდვა იხსნება.