მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 4.5 მილიონს გადააჭარბა. ხოლო ვირუსისგან 300 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით 4 მილიონ 527 ათას 328 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად 302 ათას 814 მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 1 მილიონ 705 ათას 840 – გამოჯანმრთელდა.
ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც ინფიიცრებულთა რაოდენობამ 1.5 მილიონს მიაღწია. აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით მოსდევს ესპანეთი და შემდეგ რუსეთი.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში ჯერ კიდევ დეკემბერში დაფიქსირდა. სწორედ, უხანის პროვინციას განიხილავენ ვირუსის სამშობლოდ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვითარება ყველაზე სტაბილურია და ეპიდემია დასრულებულადაც კი გამოცხადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.
პანდემიის დროს მრავალ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ვითრაება იცვლება და ქვეყნებმა დაწესებულ შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყეს.