ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჩინეთის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო ერთ თვეში კორონავირუსით არავინ დაღუპულა

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსის ინფექციისგან არავინ დაღუპულა.

ინფორმაციას „~”დოიჩე ველე“ ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით საავადმყოფოებში 91 ადამიანი მკურნალობს.

საერთო ჯამში, ჩინეთში ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის „კოვიდ 19“-ით 82 933 ადამიანი დაინფიცირდა, 4 633 კი დაიღუპა.

მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 4.5  მილიონს გადააჭარბა. ხოლო ვირუსისგან 300 ატასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....