ახალი ამბები მთავარი სამართალი

სოციალური სააგენტოს სერვისცენტრის უფროსის მოადგილე ბენეფიციარის შვილს ფიზიკურად გაუსწორდა

ისანი-სამგორის სოციალური სააგენტოს სერვისცენტრში მიხულ ბენეფიციარსა და უფროსის მოადგილეს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება სერვისცენტრში  სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრების მისვლამ გამოიწვია, რომლებიც შეჩერებული დახმარების აღდგენას ითხოვდნენ.

ფიზიკური დაპირისპირების კადრები “მთავარმა არხმა” გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ უფროსის მოადგილემ დავით ცაგურიშვილმა ერთ-ერთი ბენეფიციარის შვილს სცემა.

“მე დიაბეტით, დედა მყავს თირკმელ ამოკვეთილი… ერთი ბავშვი მუშაობდა დეკემბერში, დაერიცხა დიდი თანხა, მეცამეტე ხელფასი, პრემია, დასუფთავებაში მუშაობს… იანვრის შემდეგ ჩამომაჭრეს, – ამბობს ბენეფიციარი.

ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს უარყოფს ტავად დავით ცაგურიშვილი და აცხადებს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

 

 

 

 

იტვირთბა....