ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ახალი კანონით, იტალიაში არალეგალ მიგრანტებს ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მიეცემათ

იტალიაში ახალი კანონი მიიღეს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ჩასულ არალეგალ მიგრანტებს დროებით ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემენ.

კანონი ითვალისწინებს  იმ მიგრანტებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში არიან დასაქმებულნი ან სახლში დამხმარეებად მუშაობენ.

ახალი კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში 2020 წლის 8 მარტამდე ჩავიდნენ, უფლება აქვთ, მოითხოვონ ქვეყანაში 6 თვით ლეგალურად ცხოვრების უფლება, ეს კი მათ მუშაობის უფლებასაც ანიჭებს.

იმისთვის, რომ უცხო ქვცეყნის მოქალაქეებმა ლეგალურად მუსაობის უფლება მოიპოვონ,  მათ უნდა დაამტკიცონ, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ან სახლში დამხმარედ მუშაობის გამოცდილება აქვთ.

შესაბამისი დოკუმენტების შევსება მათ პირველი ივნისიდან 15 ივლისამდე შეეძლებათ.

იტვირთბა....