აშშ-ში ხუთი წლის ბავშვმა იარაღიდან შემთხვევით გასროლის შედეგად მისი 12 წლის ძმა მოკლა.
ამის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, 5 წლის ბიჭს, რომელმაც იარაღი სახლის უკან მდებარე ტყეში იპოვა, სათამაშო ეგონა, რის შემდეგაც გაისროლა და ტყვია მის ძმას მოხვდა.
12 წლის ბიჭს ტყვია მკერდის არეში მოხვდა, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი გარდაიცვალა.
”პატარა ბავშვმა იპოვა იარაღი.… ატრიალებდა, ფიქრობდა, რომ თამაშობდა. იარაღი იყო დატენილი, გაისროლა და მოკლა ძმა,”- აცხადებენ მეზობლები.
პოლიციის თანამშრომლები ეძებენ პიროვნებას, რომელსაც იარაღი ეკუთვნის.