რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ინფორმაციით, რუსეთის პარლამენტის 5 დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი განცხადებით, ერთი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ორი სახლში მკურნალობს, ორი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.
“5 დეპუტატს დაუდასტურდა კვიდინფექცია. ამიტომ, უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ არ დაინფიცირდეთ და არ გადასდოთ გარშემო მყოფებს”, – განაცხადა ვოლოდინმა.
შეგახსენებთ, რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები კარგა ხანი მალავდნენ ინფიცირებულთა რეალურ რაოდენობას, თუმცა, გამომდინარე მოვლენებიდან, ბოლოს, ქვეყანაში ათასობით ინფიცირებული გამოვლინდა.