მთავარი ციტატა

“შეასრულა ივანიშვილმა რუსეთის დავალება და ახლა რა ძალა აიძულებს რომ პროექტი თავიდან შემოატრიალოს?!

“ანაკლიის პროექტი ივანიშვილს მის ასაშენებლად არ შეუჩერებია. ანაკლიის პორტი, ამ ხელისუფლების პირობებში, არასოდეს აშენდება. სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ის დიდი სიკეთე, რომელიც პორტმა და მასთან დაკავშირებულმა ბევრმა სხვა პროექტმა შეიძლება მოიტანოს, არ განხორციელდება. გვინდა ანაკლიის პროექტი? მაშინ არ გვინდა ეს ხელისუფლება, დანარჩენი არის ილუზიები. შევეშვათ არარეალისტურ გეგმებს. ხელისუფლების შეცვლის გარეშე საქართველოსი არცერთი დიდი პროექტი არ განხორციელდება, განსაკუთრებით ისეთი, როგორიც არის რუსეთის ინტერესებში. შეასრულა ივანიშვილმა რუსეთის დავალება და ახლა რა ძალა აიძულებს რომ პროექტი თავიდან შემოატრიალოს?!”

რომან გოცირიძე – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

ამის შესახებ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. 

იტვირთბა....