ქვეყანა, რომელმაც შეძლო დაემარცხებინა კორონავირუსი, ეს ახალი ზელანდიაა. ქვეყნის მთავრობამ ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა უკვე გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ეს გადაწყვეტილება ახალმა ზელანდიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევა ბოლო 2 დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 497 შემთხვევა გამოვლინდა, 1 402 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 21 დაიღუპა.