ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სართიჭალაში მოტოციკლისა და ავტომობილის შეჯახებისას 2 ადამიანი დაიღუპა

კახეთის გზაზე, სართიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტის შედეგად, გარდაიცვალა ახალგაზრდა გოგო და ბიჭი, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....