“ტელევიზიის ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მაუწყებელში კრიტიკული აზრის დევნის, ალტერნატიული პროფესიული კავშირის დასუსტებისა და მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნგრევის პროცესის გაგრძელებაა, რომელიც უკვე შემაშფოთებელ ფორმას იღებს. ჟურნალისტების დევნის ფაქტები მიუთითებს მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მხრიდან არამხოლოდ შრომით ურთიერთობებში უკანონო ინტერვენციას, არამედ ქმნის სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (დევნის) შემადგენლობას.”
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
აღნიშნული განცხადებით EMC ეხმაურება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მალხაზ რეხვიაშვილის Facebook პოსტის გამო გათავისუფლებას.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 11 მაისს გაათავისუფლეს.