“2005-ის გაზაფხული – „ნაციონალური მოძრაობა“ ურიგებს დიზელის საწვავს გლეხებს. 2020 წლის გაზაფხული – „ქართული ოცნება“ 1 ლიტრ დიზელის საწვავს ფასდაკლებით აძლევს ფერმერებს. ხელისუფლების ფანტაზია მხოლოდ „გლეხის“ „ფერმერით“ ჩანაცვლებას გასწვდა.“
გია ხუხაშვილი, ანალიტიკოსი
ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “ფეისბუქში” დაწერა.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. ასევე, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.