ესტონეთში კორონავირუსის მუტაციის ფორმები აღმოაჩინეს, რომლებიც აქამდე უცნობი იყო.ვირუსის მუტაციის ამ ფორმებს კავშირი არც ჩინურ და არც ევროპულ გენომთან არ აქვს.
ტარტუს უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდი კორონავირუსის მუტაციის ახალი ფორმების წარმოშობის მიზეზებს იკვლევენ.
მკვლევარები აცხადებენ, რომ აქამდე აღმოჩენილი მუტაციის 8 ფორმა ჩინურ და ევროპულ გენომს უკავშირდება, 2 მათგანი კი ამ დრომდე, ვირუსის უცნობი ფორმაა, რომელიც 6 ინფიცირებულ ესტონეთის მოქალაქეს დაუდგინდა.