“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, ხვალ ოპოზიციის წარმომადგენლები საკონსულტაციო შეხვედრებს განაახლებენ.
როგორც შალვა ნათელაშვილი აცხადებს, ხელისუფლოება შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს თავიდან.
“ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ვერანაირი ვირუსი და საგანგებო მდგომარეობა ვერ გააჩერებს პოლიტიკური ძალებისა და ქართველი ხალხის სწრაფვას, განიკურნოს ყველაზე უბედური ვირუსისგან, რაც კი უშვია საქართველოს ისოტრიას ამ რეჟიმის სახით”, – განაცხადა ნათელაშვილმა “დღის სტუმარში” სტუმრობისას.
ნათელაშვილის თქმით, შეხვედრები ხვალ 14:00 საათზე, ლეიბორისტული პარტიის” ოფისში დაიწყება.