ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს”- გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით.

ამის შესახებ გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„დაახლოებით ეს ნიშნავს, რომ საშუალო დონის საფერმერო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც მაგალითად აქვთ 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან 2000 ლარის ოდენობით.

ეს, რა თქმა  უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზე, რომელთაც აქვთ  შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, გახარიას თქმით, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.

იტვირთბა....