“მივმართავ მოსახლეობას, ყველას, რომ ამ ღონისძიებების მოხსნასთან ერთად, თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რომ აუცილებლად გააგრძელოს ის მაქსიმალური თვითშეზღუდვა. არ არის აუცილებელი, ვიღაცამ შეგზღუდოს. როცა შენ იცი, რომ ქვეყანას, შენს გვერდზე მყოფს სჭირდება, ყველას სჭირდება, შენს თავს უნდა უთხრა, რომ მართალია, შეზღუდვები შემცირდა, მაგრამ დავიტოვებ ამ შეზღუდვებს მაქსიმალურად და ვეცდები, რომ არაფერი არ გავაფუჭო სამომავლოდ. თუ ჩვენ ყველანი – თქვენ, მე და ყველა ასე მოვიქცევით და შეზღუდვების მიუხედავად, თვითშეზღუდვებს არ მოვიხსნით, მაშინ ალბათ ეს დაბრკოლება, რომელიც გადალახულია, შენარჩუნდება და გამოსავალი კარგი იქნება.”
მარინა ეზუგბაია – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი
ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 639 შემთხვევაა დადასტურებული. ხოლო, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 349-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.