კორონავირუსის ინფექციისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ კოვიდ-ცენტრებში ამჟამად მყოფი პაციენტების რიცხვს გადააჭარბა.
ამის შესდახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 279 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, ხოლო 349 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„გუშინ გვყავდა 638 დადასტურებული პაციენტი და მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა შემოგვემატა, გახდა 639. გამოჯანმრთელებული 317 იყო, 32 დაემატა და არის 349. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს. 349 პაციენტი გამოჯანმრთელებულია და ახლა მკურნალობს 279. სხვაობა საკმაოდ კარგია, სოლიდურული ციფრია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.