“საქართველო არც ისე დიდი ქვეყანაა. მსოფლიოში რაც იქნება, ის იქნება საქართველოშიც. ვნახოთ როგორი სიტუაცია იქნება ზამთარში, ან შემოდგომის ბოლოს. დიდი ალბათობით დაავადება მობრუნდება. მანამდე ვაქცინა შესაძლოა არ მოესწროს, თუმცა იმედი მაქვს, რომ რაიმე ეფექტური ანტივირუსული საშუალება იქნება, რაც ვირუსის უკეთესად მართვის საშუალებას მოგვცემს.”
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
ამის შესახებ პაატა იმნაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კითხვის საპასუხოთ განაცხადა, ეხვდება თუ არა საქართველო ახალ წელს საგანგებო მდგომარეობით.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 639 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 32 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 349-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4769 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414.