თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოვლენილი კორონავირუსის ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევის წყარო ამ ეტაპზე უცნობია.
ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს.
„კლასტერი არ არის ცნობილი, წყარო უცნობია. საკარანტინო სივრციდან არის, თუ არ ვცდები, მაგრამ წყაროს ვერ დაგიდასტურებთ, არ ვიცი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ხოლო, 32 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 639 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 32 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 349-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.