საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობა 639 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 639 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 32 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 349-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4769 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414.