ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ელჩების განცხადებამ პოლიტიკური სპეკულაციისთვის სივრცე მოსპო” – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ელჩების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ განცხადებამ პრაქტიკულად მოსპო სივრცე ყოველგვარი სპეკულაციისთვის.

აღიშნული განცხადება კობახიძემ, “იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„ჩვენ დავსვით კითხვა – შევთანხმდით თუ არა იმის თაობაზე, რომ მმართველ პარტიას უნდა განეხორციელებინა პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულებაში. ამაზე მივიღეთ ძალიან მარტივი პასუხი – მეორე შეთანხმების მიზანი მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა კი არ ყოფილა, არამედ ეს ყოფილა მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის პრევენცია. აქ ყველაფერი მარტივია, რომ შეთანმხება ვერ გახდებოდა მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის საფუძველი. პირიქით, ამ შეთანხმებას ამის საპირისპირო მიზანი ჰქონდა. ბუნებრივია, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მართალი აღმოჩნდა, ვერავითარ შემთხვევაში, მოლაპარაკების და მით უმეტეს შეთანხმების საგანი ვერ გახდებოდა რომელიმე სასამართლოს საქმეში მართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ჩარევა. ისეთ რამეზე ვდაობთ და ვკამათობთ, რაც არ შეიძლება ჯანსაღ საზოგადოებაში საკამათო იყოს. თუმცა ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ ესეც მოახერხა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩომ, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....