“პანდემიის სამედიცინო ასპექტები ჯერჯერობით დამთავრებული არ არის და რადგან ვირუსი თავისი ბუნებით არის შეუცნობელი და ვერაგი, ის შეიძლება ნებისმიერ დროს ჩვენ შემოგვიბრუნდეს. ამის მაგალითია სამხრეთ კორეის მაგალითი, ამის მაგალითია გერმანია. იქ ე.წ. რეპროდუქციულმა მაჩვენებელმა მოიმატა, ანუ ახლა ელოდებიან, რომ 10 დღიდან ორ კვირაში შეიძლება იყოს შემთხვევათა რიცხვის ზრდა და ნახავენ, როგორი გავლენა აქვს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხს. იგივე უჰანში დაფიქსირდა შემთხვევები. ჩვენ ძალიან სწორად და ზუსტად უნდა გავიაზროთ, რომ სახელმწიფოს უჭირავს ეს ბერკეტი. რომლის დროსაც შეიძლება ეს კარანტინის რეჟიმი და ლოქდაუნი უკან დააბრუნოს.”
ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი
აღნიშნული განცხადება კულუმბეგოვმა, “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.