“სამწუხაროდ, საერთაშორისო თაღლითად ჩამოყალიბდა ეს პოლიტიკური ძალა. მე მგონია, რომ ახალ და განსაკუთრებულს არ ვამბობ, რადგან ეს საერთაშორისო თაღლითობა უკვე არის ის სტილი, რომელზეც ძალიან ნათლად მიგვითითეს საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე არაერთხელ – ეპისტოლარულად, ზეპირად თუ ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იმიჯი არ გადავიდეს ქვეყანაზე და ქართველებზე არ ჰქონდეთ წარმოდგენა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ჩვენ ვართ თაღლითების ერის.”
გიორგი მარგველაშვილი – საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
აღნიშნული განცხადება მარგველაშვილმა, “დღის სტუმარში” გააკეთა.
მისი თქმით, შეხვედრებზე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე დისკუსიები იყო.