მთავარი ციტატა

“ბევრმა სასტუმრომ ისწავლა, როგორ მართოს ვირუსის გავრცელებისა და გადაცემის რისკი”

“თქვენ, საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიამ კარანტინში გაატარეთ 25 ათასზე მეტი ადამიანი, ანუ სერიოზული ციფრია და ამიტომ, ჩვენ ახლა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამას თავისი მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბევრი კითხვაც იყო, შეშფოთებებიც იყო და გაურკვევლობებიც, დღეს გამოდის, რომ ეს არის კონკრეტული კონკურენტული უპირატესობა. უბრალოდ, ბევრმა სასტუმრომ საქართველოში ისწავლა, როგორ მართოს ვირუსის გავრცელებისა და გადაცემის რისკი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.”

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი

ამის შესახებ გახარიამ გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების დღიდან, საქართველოს სხვადასხვა სასტუმროში მოეწყო საკარანტინო სივრცეები, სადაც მოქალაქეები 14-დღიან იზოლაციას გადიან. ამ დროისთვის კი, კარანტინის რეჟიმში 4896 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444. 

 

 

იტვირთბა....