მთავარი ციტატა

“ოპოზიცია კვლავაც რადიკალურ სცენარზე ფიქრს ამჯობინებს, რისთვისაც გარკვეული საგარეო მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს”

“აშკარაა, რომ ოპოზიციას აშფოთებს მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა, აშინებს მოახლოებული არჩევნები და კვლავაც რადიკალურ სცენარზე ფიქრს ამჯობინებს, რისთვისაც გარკვეული საგარეო მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს. თუმცა, ეს რადიკალური სცენარი და მისი ნებისმიერი საგარეო მხარდაჭერა კიდევ ერთი წარუმატებლობისთვის არის განწირული. ამის დასტურია ქართული საზოგადოების ადეკვატური რეაქცია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილზე, რომელმაც მმართველ პარტიას სასამართლოს საქმეებში ჩარევა ყოველგვარი მორიდების გარეშე მოთხოვა.”

არჩილ თალაკვაძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

აღნიშნულით არჩილ თალაკვაძე  ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის წერილს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, 6 მაისს ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება. წერილში ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები კითხვის ნიშნებს ბადებს.

 

იტვირთბა....