ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში ინვიცირებული ერთი ახალი პაციენტი დაემატა, რომლის მდგომარეობაც სტაბილურია.
ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
ამასთან, სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 5 მათგანის მდგომარეობა საყურადღებოა.
„გვაქვს ერთ ახალი შემთხვევა, რომელიც ეკუთვნის თეთრიწყაროს კლასტერს, არის საშუალოს ხნის ქალბატონი“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
მისი ცნობით, კლინიკაში 18 წლამდე ასაკის ათი მოზარდი მკურნალობს.
„პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, ხუთი არის საყურადღებო. ექვსი გამოჯანმრთელება გვაქვს, აქედან სამი გამოჯანმრთელებული რჩება კლინიკაში და სავარაუდოდ დღეს-ხვალ დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ხოლო ვირუსისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ რვა პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ათი პაციენტი გარდაიცვალა.