მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში ბოლო ორ დღეში გაგზავნილი 926-ვე ტესტის პასუხი უარყოფითია – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი ადასტურებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის “პისიარ” კვლევა დასრულდა.
რაც შეეხება „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკას, როგორც ცნობილია, მათთან დღეს საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი არ შესულა, შესაბამისად, კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს ნიმუშები არ გაგზავნილა.