პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე გაცემულ დაპირებას შეასრულებს და ქვეყანა ისეთ საარჩევნო სისტემას მიიღებს, სადაც „ნაცკლასტერი“ ვერ გაიმარჯვებს.
„ჩვენ ჩვენი წილი პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და ხალხის მიმართ და პარალელურ რეჟიმში, პასუხისმგელობას ვგრძნობთ საერთაშორისო ურთიერთობის კონტექსტში, როცა ვამბობთ, რომ გვინდა, ევროკავშირისა და ნატოს წევრი გავხდეთ.
ჩვენ ჩვენს დანაპირებს შევასრულებთ და ისეთ საარჩევნო სისტემას მივიღებთ, სადაც „ნაცკლასტერი“ ვერ გაიმარჯვებს. ამის თეორიული შესაძლებლობა არ არსებობს. ის, რაც საბოლოო შეთანხმება იყო, მეტ-ნაკლებად მისაღებია ქართული სახელმწიფოსთვის, საზოგადოებისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ქაოსი არ შეიქმნას“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართა და მოუწოდა შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.