“თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ძალიან მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებთან და ბრიტანელები ძალიან აქტიურად გვეხმარებოდნენ, როცა რუსეთმა განახორციელა თავდასხმა საქართველოზე. არ გაეპარებოდა არცერთი ინფორმაცია ჩვენს სტრუქტურებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ “დეილი მეილმა” დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა. ამ ინფორმაციას ჩვენი სტრუქტურები არ ადასტურებენ, მორიგ ჯერზე ჩვენს ოპონენტებს იმედები უნდა გავუცრუო, რომ საქართველო არ ფიგურირებს ამ ნეგატიურ მოვლენაში”
ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე
“NEWPOSTS”
აღნიშნული განცხადებით ირაკლი სესიაშვილი ბრიტანული გამოცემა The Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, რუსმა ჰაკერებმა Covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ასობით ბრიტანელის მონაცემები ლაბორატორიიდან მოიპარეს.