ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წყალდიდობა კახეთში – რეგიონში ვენახები და სახნავ-სათესი მიწები დაიტბორა

ყვარელში  მდინარეები დურუჯი და შოროხევი ადიდდა. სოფელ ბალღოჯიანსა და ახალსოფელში მდინარე შოროხევმა გაარღვია ნაპირი, რის შემდეგადაცსასოფლო სამეურნეო სავარგულები, ვენახები და მესაქონლეობის ფერმები დაიტბორა.

როგორც ყვარლის მერიაში აცხადებენ, დიდებული მდინარე დურუჯი ყვარლის ტერიტორიაზე არსებულ ვენახებსაც უქმნის საფრთხეს.  მდინარეების კალაპოტის გასამაგრებლად მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის მობილიზება.

წყალდიდობაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც – სტიქიის შედეგად ლაგოდეხის რვა სოფელი – გურგენიანი, ცოდნისკარი, ვარდისუბანი, კართუბანი, გიორგეთი, აფენი, ჭაბუკიანი და ლელიანი დაიტბორა.

იტვირთბა....