ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტრენინგები ჰონორარის გამო არასდროს ჩამიტარებია.. მოსწავლეებისთვის ინტერნეტის თანხის მოძიებას ვცდილობ” – ლადო აფხაზავა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა გურიაში თანხების საკუთარი ძალებით მოძიებას ცდილობს, რათა სოციალურ სახლში ბავშვებს ინტერნეტის ფული ჩაურიცხოს – ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

როგორც თვითონ ლადო აფხაზავა განმარტავს, მას აქვს 35 ბავშვის სია, რომლებსაც მან 19-ლარიანი ულიმიტო ინტერნეტი უნდა ჩაურიცხოს.

“მასწავლებლებმა გადავინაწილეთ როლი. მე ვცდილობ, რომ ინტერნეტის თანხა მოვიძიო და ძალიან ისეთ რაღაცებს დავთანხმდი, მაგალითად, ტრენინგები არასდროს არ ჩამიტარებია ჰონორარის გულისთვის, თუმცა, როდესაც ჩემი მოსწავლეები, ჩიბათის სკოლის მოსწავლეები უკვე გაკვეთილებზე ვეღარ შემოდიოდნენ, გადავწყვიტე, სია შემეგროვებინა. წინა თვეებში რაც ჩავრიცხე თანხები, ის უკვე იწურება, თავიანთ მშობლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა”, – აცხადებს ლადო აფხაზავა.

იტვირთბა....