პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საკონსტიტუციო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასთან შეთანხმებულ საარჩევნო მოდელს მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერა ექნება.
“ჩვენი გადმოსახედიდან ჩვენ სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ვალდებულებას კიდე ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან პარლამენტში ამ საარჩევნო მოდელს, რაზეც ჩვენ შევთანხმდით ოპოზიციასთან, ექნება სრული მხარდაჭერა.
ასევე, ჩვენს ვალდებულებას ვაფიქსირებთ ამ შეთანხმების ფარგლებში, რომ ჩვენი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არანაირი ჩარევა მართლმსაჯულების პროცესში არ მოხდება. თუ ჩავარდება ეს ინიციატივები პარლამენტში, ეს შესაძლებელია ოპოზიციის მხრიდან მოხდეს, მხარდაჭერის არარსებობის გამო, რაზეც, ბუნებრივია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ ოპოზიციას, ვინ გადაწყვეტს, რომ მხარი არ დაუჭიროს”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.