ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დარიალის ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან თხევადი აირის გადამტანი სატვირთო ავტომობილი გადავარდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიძ ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 126-ე კმ/ზე, დარიალის ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან თხევადი აირის გადამტანი სატვირთო ავტომობილი გადავარდა, ავტომობილი თხევადი აირით დატვირთული არ ყოფილა.

„ადგილზე გამოცხადნენ მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სამუშაოების შედეგად, მაშველების მიერ დეფორმირებული კაბინიდან გადმოყვანილი იქნა რუსეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე. მამაკაცს აღენიშნებოდა ქვედა კიდურების დაზიანებები და იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი დახმარება.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“,- აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

იტვირთბა....