ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ნაციზმი შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა დაამარცხეს” – თეთრი სახლი

ნაციზმი შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა დაამარცხეს – ამის შესახებ, თეთრმა სახლმა “ინსტაგრამზე” დაწერა და ვიდეორგოლი გამოაქვეყნა.

“ამერიკის სული ყოველთვის გაიმარჯვებს. საბოლოო ჯამში სწორედ ასე ხდება”, – ნათქვამია ვიდეორგოლში.

ვიდეორგოლში მოკლედ არის აღწერილი აშშ-ის როლი მეორე მსოფლიო ომში, მათ შორის ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის ისტორია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში.

ცოტა ხნის წინ პენტაგონმა წარადგინა ვიქტორინა, რომელიც ნაციზმზე გამარჯვების 75 წლისთავს მიეძღვნა. მასში ნათქვამია, რომ ომი პოლონეთში გერმანიისა და საბჭოთა კავშირის შეჭრის შედეგად დაიწყო.

იტვირთბა....