ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოკუპირებულმა ცხინვალმა საოკუპაციო ხაზთან საბჭოთა კავშირის დროშა აღმართა

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზზე დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ დროშასთან ერთად, საბჭოთა კავშირის დროშაც აღმართა – ინფორმაცია ამის შესახებ, დე-ფაქტო ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო Res-მა გაავრცელა.

სააგენტომ, ცხინვალის დე-ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაც გაავრცელა, სადაც საერთაშორისო საზოგადოებაა გაკრიტიკებული იმის გამო, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რომლებსაც მარიონეტული ხელისუფლება მართავს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო სუკ-ი 1992 წლიდან 2008 წლამდე პერიოდს “სამამულო ომად” მოიხსენიებს და თავს მის გამარჯვებულად აცხადებს.

იტვირთბა....