დიდ ბრიტანეთში ჩასულ ტურისტებს 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ – ინფორმაციას ამის შესახებ, „ბიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი შესაბამის გადაწყვეტილებას მოქალაქეებს 10 მაისს გააცნობს.
ბრიტანული ავიაკომპანიების ასოციაციაში მსგავსი გეგმის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
„ეს წინადადება ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმს გაანადგურებს,“ – განაცხადეს ასოციაციაში.