სამხრეთ კორეის დედაქალაქი, სეული, ახალი ეპიდემიური აფეთქების ზღვარზე დგას. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დედაქალაქში დაიხურა ყველა ღამის კლუბი, ბარი და რესტორანი.
როგორც კორეული მედია წერს, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში სამხრეთ კორეაში კოვიდ 19-ით ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა აღინიშნა.
ვრცელდება ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ 16 ადამიანის ინფიცირების გამომწვევი, ერთი ადამიანი, 29 წლის ახალგაზრდა იყო, რომელიც 1 მაისს რამდენიმე ღამის კლუბში, ბარსა და რესტორანში იმყოფებოდა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირების თქმით, 29 წლის მამაკაცის კონტაქტების სია იმხელაა, რომ შესაძლოა 1500-მდე ადამიანი იყოს ინფიცირებული კოვიდ 19-ისგან. მთავრობა მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც სტუმრობდა 29 აპრილიდან 6 მაისამდე ბარებსა და ღამის კლუბებს, ჩაიტარონ სკრინინგული გამოკვლევა და თავი შეიკაონ გარეთ გასვლისგან, რათა გამოირიცხოს ვირუსის დამატებითი გადაცემის ფაქტები.