“ზღვაში ბანაობასა და ინფიცირებას შორის კავშირი დადასტურებული არ არის და ასეთი არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. შესაბამისად, ზღვაში ბანაობა რისკის შემცვლელი არ არის. რისკი მოიაზრება ბანაობის შემდეგ, როცა რუჯის მისაღებად წვება ადამიანი, აუცილებელია, რომ ამ დროს იყოს დაცული სოციალური დისტანცია, ორმეტრიანი მანძილი და დაყოვნება არ იყოს ხანგრძლივი. ზღვაში ბანაობა სავარაუდოდ არ შეიზღუდება, მაგრამ რუჯის მიღებაზე კონტროლი გამკაცრდება და შეიზღუდება.”
ნინო ნიჟარაძე – აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
აღნიშნული განცხადება ნიჟარაძემ, “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ზღვაში ბანაობა რისკად იმ დრომდე არ მოიაზრება, რა დრომდეც შემთხვევები არ იქნება.