ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მეგობრული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება” – კიმ ჩენ ინი პუტინს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „მეორე მსოფლიო ომში“ გამარჯვების 75-ე წლისთავი მიულოცა – ინფორმაციას ამის შესახებ, „კორეის ცენტრალური ახალი ამბების სააგენტო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ 75 წლის წინ რუსმა ხალხმა შეუდარებელი გმირობითა და თავდაუზოგავი ბრძოლით ფაშიზმის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვეს, რაც მთელ კაცობრიობას საფრთხეს უქმნიდა.

კიმ ჩენ ინი წერილში ასევე, რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობებზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ “მეგობრული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის კიდევ უფრო გაძლიერდება და განვითარდება.”

იტვირთბა....