სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, ავღანეთში საპროტესტო აქციაზე შვიდი ადამიანი მოკლეს.
როგორც სააგენტო წერს, ქვეყნის დასავლეთით მდებარე ღურის პროვინციაში მოსახლეობამ ჰუმანიტარული დახმარების არასამართლიანი გადანაწილება გააპროტესტა.
დაპირისპირების შედეგად 14 ადამიანი დაიჭრა.
„როიტერის“ ცნობით, აქციაზე დაახლოებით სამასი დემონსტრანტი იმყოფებოდა. მათ სამართალდამცველების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. ისინი გუბერნატორის სახლში ცდილობდნენ შეჭრას, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეთა მიმართ ცეცხლი გაუხსნა.