ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამცხე–ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა

სამცხე–ჯავახეთში რამდენიმე დღის წინ ყირიმ-კონგოს ცხელებით, 23 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ინფორმაცია ბოჭორიშვილის კლინიკამ დაადასტურა.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ვირუსული ინფექცია, სავარაუდოდ, საქონლისგან გადაედო.

ექიმების განმარტებით, სამცხე–ჯავახეთი ახლა უკვე ყირიმ-კონგოს კერაა. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ყოველდღიურად ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნებით რამდენიმე ადამიანი მიმართავს. მათი თქმით, მიმართვიანობა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში  გაიზარდა, რადგან ყირიმ-კონგოს სიმპტომები ახალი კორონავირუსისას ჰგავს.

ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვურუსული ინფექციაა, ადამიანებში დაავადება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის შემდეგ ერთიდან ცხრა დღეში ვლინდება. თავად ტკიპა, დაავადებული ცხოველზე ან მღრნელზე კბენის დროს ინფიცირდება.

ვირუსი, ხშირ შემთხვევაში, მკურნალობას არ ექვემდებარება და დაავადებულთა, დაახლოებით, 40% იღუპება.

იტვირთბა....