ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კლინიკა “ბომონდის” ცხელების ცენტრში შეიყვანეს პაციენტი, რომელმაც წყლის ნაცვლად სადეზინფექციო ხსნარი დალია

კლინიკა “ბომონდის” ცხელების ცენტრში კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით სამი ადამიანი შეიყვანეს, რომელთა ლაბორატიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

ამ სამი ადამიანიდან,  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორი ცხელების ცენტრში ტემპერატურით შეიყვანა, ხოლო მესამე პაციენტს ცხელება აღენიშნება, რომელმაც ასევე, წყლის ნაცვლად, შემთხვევით სადეზინფექციო ხსნარი დალია.

აღნიშნულ ინფორმაციას “მეტრონომს” კლინიკა “ბომონდში” ადასტურებენ.

კლინიკაში აცხადებენ, რომ კატასტროფის ჯგუფმა პაციენტი ზესტაფონის “ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკიდან გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

“ზესტაფონიდან შემოიყვანეს ქალი. მან შემთხვევით სადეზინფექციო ხსნარი დალია. აღენიშნება სიცხეც. თუმცა, კლინიკური ნიშნებით არ ახასიათებს ვირუსი. მაგრამ ანალიზი მაინც აუღეს და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი,”- აცხადებენ კლინიკაში.

კლინიკა “ბომონდის” ცხელების ცენტრი, ამ დრომდე ცხელების სიმპტომის მქონე 200-მდე პაციენტს მოემსახურა, მათ შორის ორსულებს. ლაბორატორიული კვლევების შედეგად, კორონავირუსი არცერთ მათგანს დაუდასტურდა.

იტვირთბა....