საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა.
აღნიშნულ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსს” საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყებაში განაცხადეს, რომ სწორედ მიხეილ ნინუას უშუალო ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა პანდემიის პირობებშიუცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებისა და ადგილზე მათი დახმარების უზრუნველყოფა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მიხეილ ნინუას უშუალო ხელმძღვანელობით და ჩართულობით ხორციელდებოდა COVID პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანების – უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებისა და ადგილზე მათი დახმარების უზრუნველყოფა, რასაც, ყველასთვის ცნობილია, რომ სახელმწიფომ, სამინისტრომ და უშუალოდ მან ღირსეულად გაართვეს თავი,”- განაცხადეს უწყებაში.
უწყების ცნბობით, მიხეილ ნინუამ სხვა სფეროში საქმიანობის გაგრძელების შეთავაზება დიდი ხნის წინ მიიღო და გეგმავდა უწყების დატოვებას.