ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის სამხედრო ჰოსპიტალი კორონავირუსით გარდაცვლილ 45 წლის ქალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსით გარდაცვლილ 45 წლის ქალის, რომელიც მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა, მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, რამაც მისი სიკვდილიანობა გამოიწვია.

ჰოსპიტალში განმარტავენ,  პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. დაბურული მინის ტიპით.

განცხადების თანახმად, ქალის მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას.

“ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული „პისიარ“ტესტირების შედეგად, მას  „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „დაბურული მინის“ ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური).

მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების გართულებით, ექიმების მცდელობისა და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – ნათქვამია ჰოსპიტლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პცნობისთვის, აციენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადაიყვანეს.

 

 

იტვირთბა....