ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსხე “ოქროს სტანდარტით” ჩატარებული ტესტის მაქსიმალური მგრძნობელობა 85 პროცენტია.
ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველა ტესტს სხვადასხვა მგრძნობელობა აქვს, ამიტომ კვლევასთან ერთად ყოველთვის აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შეფასებაც.
“ყველა ტესტს სხვადასხვა მგრძნობელობა აქვს, PCR ტესტის მაქსიმალური მგრძნობელობა არის 85%. ამიტომ არის რომ მარტო PCR ტესტირება არაა საკმარისი, აუცილებელია მასთან ერთად პაციენტის კლინიკური მდგომარეობის და ანამნეზის შეფასება, რასაც ჰქვია ჩვეულებრივი და ეპიდემიოლოგიური ანამნეზი. როცა შესაძლებელია, რომ PCR ტესტი უარყოფითი იყოს და ეს მოხვდეს იმ მედიანაში, 15%-ში. ამ შემთხვევაში არსებობს კლინიკა, არსებობს სეროლოგიური კვლევები და ამის გადამოწმება შეიძლება,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.