ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან 88 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსის ინფექციისგან ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული 88 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განუცხადა.

მისივე ცნობით, ვირუსისგან 18 წლის პაციენტიც გამოჯანმრთელდა. ხოლო ამჟამად კლინიკაში კოვიდინფიცირებული 66 პაციენტი მკურნალობს.

„გვაქვს გამოჯანმრთელება ერთი 18 წლამდე მოზარდის და 88 წლის ქალბატონის. ათი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

საქართველოში  კორონავირუსის ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საეწრთო რაოდენობა 623-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4723  მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 446.

იტვირთბა....