თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი დადასტურებული შემთხვევის ინფიცირების წყაროები ცნობილია.
ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რვა ახალი დადასტურებული შემთხვევიდან აბსოლუტურას ყველას წყარო ცნობილია. არსებული წყაროდან არის. უბრალოდ ოთხი კარანტინის სივრციდან არის. დანარჩენი კონტაქტები არიან“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 323 პაციენტი მკურნალობს.
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საეწრთო რაოდენობა 623-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4723 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 446.